ბრიტანეთი უკრაინას 14-ის ნაცვლად, 28 Challenger 2-ის ტანკებს გაუგზავნის, – „ რადიო თავისუფლების” უკრაინული ბიუროს ცნობით, აღნიშნულის შესახებ დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა.
როგორც ირკვევა, დიდი ბრიტანეთი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 14 Challenger 2-ის გადაცემას გეგმავდა, თუმცა თებერვლის დასაწყისში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლონდონში ვიზიტის შემდეგ, გადაწყდა, რომ მათი რიცხვი 28-მდე გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.
„რუსეთის არმია წარუმატებლად ცდილობს ბახმუტის ალყაში მოქცევას” – უკრაინის გენშტაბი