LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომფორტისა და სულიერი სიმშვიდის მთავარი გარანტორი რწმენა, ოჯახი და მეგობრებია – დედოფალი ელიზაბეტი

8016
queen

მართალია, ელიზაბეტ მეორე თითქმის 65 წელია ღირსეულად ატარებს სამეფო გვირგვინს, მაგრამ არც მისთვის უცხო ჩვეულებრივი ადამიანური ვნებები და სისუსტეები.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ დედოფალი ელიზაბეტის ფრაზებს:

სასიამოვნო მოგონება ბედნიერების მოპოვების მეორე შანსია, დარდი კი  – საფასურია, რომელსაც სიყვარულისთვის ვიხდით.

ბავშვობა – სასიამოვნო თავგადასავალია, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველას მოუწევს გაზრდა, საკუთარ ცხოვრებასთან პირისპირ შეხვედრა.

ძალიან საწყენია, რომ ადამიანებმა გაკვირვების, აღფრთოვანების უნარი დაკარგეს.

ნუ შეხედავთ საკუთარ თავს ზედმეტად სერიოზულად და ნუ დაიჯერებთ, რომ მხოლოდ თქვენ ფლობთ მონოპოლიას გონიერებაზე.

ჭეშმარიტი პატრიოტიზმი არასდროს გამორიცხავს სხვის, თუნდაც მტრის პატრიოტიზმს.

ნგრევა და სიძულვილი მარტივია, ბევრად რთულია ახლის აშენება და დიდი ხნით შენარჩუნება.

ადამიანთა ნდობის მოსაპოვებლად ჯერ საკუთარი თავის დაჯერებაა საჭირო.

კომფორტისა და სულიერი სიმშვიდის მთავარი გარანტორი რწმენა, ოჯახი და მეგობრები არიან.

 

magti 5g