LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ჯილდო ასახავს ყველაფერს, რაც მან უკრაინისთვის გააკეთა “ – ზელენსკიმ ჯონსონი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა

68
უსათაურო დიზაინი (3)

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა.

ამასთან, ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ის თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა. 

ჯონსონმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას.

„რაც ხდება უკრაინაში, ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ვარ დღეს კიევში“, – აღნიშნულია ჯონსონის „ტვიტში“.

ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ ჯონსონის კიევში სტუმრობით მოხარულია:

„მოხარული ვარ, რომ დამოუკიდებლობის დღეს ვხვდები ბორის ჯონსონს, უკრაინის დიდ მეგობარს. ბორის, გმადლობთ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის პირველივე დღეებიდან ჩვენი ქვეყნისადმი უკომპრომისო მხარდაჭერისთვის, საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინის ინტერესების მტკიცედ დაცვისთვის! უკრაინას გაუმართლა ასეთი მეგობარი რომ ჰყავს“, – წერს ზელენსკი.

მოგვიანებით მან ჯონსონი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა და განაცხადა:

„დღეს, ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს, რომელსაც ჩვენ აღვნიშნავთ მიუხედავად ყველაფრისა, მაქვს პატივი, ბორისს ყველა უკრაინელის სახელით გადავცე თავისუფლების ორდენი. ეს ჯილდო სრულად ასახავს ყველაფერს, რაც ბორისმა გააკეთა, აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი ევროპისთვის“.

შეგახსენებთ, დღეს უკრაინაში დამოუკიდებლობის 31 წლისთავს ზეიმობენ

„ამ დღეს სხვადასხვანაირად ვხვდებით.. ვიღაც თხრილებში, ტანკებსა და ბმპ-ში, ზღვასა და ჰაერში“ – როგორია უკრაინის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ფასი

ვინც დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, მისი გემო იცის, სისხლისა და სიკვდილის გემო: ვალერი ზალუჟნი

პაპუაშვილი – მსურს, უკრაინელ ხალხს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე, თქვენი თავისუფლებისათვის სამაგალითო ბრძოლა დამოუკიდებლობას უდიდეს ღირებულებას ანიჭებს

ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი და ჩვენ ყოველთვის ერთად ვიდგებით – პრეზიდენტი ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g