LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში მთავრობას მიმართავს: „მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, დემოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს“

154
ბრიტანეთის საელჩო

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მიმართავს:

„გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყონებლივ მიიღოს ზომები, რათა აღიკვეთოს პროტესტის მხარეს მდგომი ადამიანების მიმართ უკანონო დაშინება და გამოძიებულ იქნას ყველანაირი უფლებადარღვევა.

საგარეო საქმეთა მინისტრი: „გოჩა ჯავახიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა როგორც სახელმწიფოს, ისე უწყებას, რომელშიც მრავალი წელი იმსახურა“

მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, უკანონო დაკავებებს, ცემას და პოსტერებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების წევრებს მოღალატეებად შერაცხავს, ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში.

გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს გვერდით დგომას, მისი დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდასაჭერად.“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

თეა წულუკიანი ელჩის გადადგომაზე: „მრცხვენია, რომ მშრომელი, სერიოზული ადამიანი თავს უფლებას აძლევს, საკუთარი თავი ზეზვაზე უფრო დიდ ევროპელად გამოაცხადოს“

This is a bilingual post. Please scroll down for English. გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას…

Posted by British Embassy Tbilisi on Friday 10 May 2024
magti 5g