დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის და მთავრობის წევრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრებად რუსეთში არ ჩავლენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა.
”ორ სახელმწიფოს შორის უმაღლეს დონეზე ყველანაირი წინასწარ დაგეგმილი კონტაქტი შეწყდება, მათ შორის რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის დაგეგმილი ვიზიტი დიდ ბრიტანეთში. ვადასტურებ, რომ ზაფხულში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე რუსეთში მატჩებზე დამსწრეთა შორის არ იქნებიან არც მინისტრები და არც სამეფო ოჯახის წევრები”, – განაცხადა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის წინაშე გამოსვლისას.
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს 14 ინვისიდან 15 ივლისის ჩათვლით რუსეთის 11 ქალაქი უმასპინძლებს.