დიდ ბრიტანეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებებია დაგეგმილი. ლონდონის ხელოვნებისა და მეცნიერების დარბაზში სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა, რომელსაც სამეფო ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
ალბერტ-ჰოლში იმყოფებოდნენ დედადოლი ელისაბედი მეუღლესთან ერთად, პრინცი უილიამი, ქეით მიდლტონი და კამილა პარკერ-ბოულზი. სამეფო ოჯახის ყველა წევრი შავი ფერის სამოსში იყო გამოწყობილი. ცხადია ყველაზე მეტი ყურადღება მიიქცია ქეით მიდლტონმა, რომელიც ღონისძიებაზე Temperley London-ის შავ პალტოში გამოჩნდა. ზოგადად შავი არაა ქეითის საყვარელი ფერი, თუმცა დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქეითმა პროტოკოლი არ დაარღვია და შავ პალტოს ამავე ფერის შლაპა შეუხამა.