LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში ახალ ეპიდემიას – ამანათების მასობრივ ქურდობას ებრძვიან

118
amanatebi_w_h

ბრიტანეთი ამანათების მასობრივ ქურდობას ებრძვის – ექსპერტებმა ამ მოვლენას უკვე უწოდეს „მდუმარე ეპიდემია“.

გაზეთ Mirror-ის მონაცემებით, 2024 წელს კარის ზღურბლიდან ქურდობების შედეგად მიყენებულმა ზარალმა 750 მილიონ ევროს გადააჭარბა, რაც გასული წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

კვლევის მიხედვით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამანათების ქურდობის მსხვერპლი ყოველი მეექვსე ოჯახი (დაახლოებით 17%) გახდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 4,8 მილიონი ოჯახი დაზარალდა, როცა ამანათები პირდაპირ მათი სახლის კარიდან მოიპარეს.

მიუხედავად პრობლემის მასშტაბისა, საქმეების უმეტესობა გამოუძიებელი რჩება: კომპანია Quadient-ის ანგარიშის მიხედვით, პოლიციას მხოლოდ ყოველ 353-ე ქურდობაზე ატყობინებენ, რაც დანაშაულს პრაქტიკულად დაუსჯელს ხდის. გარდა ამისა, მოპარული ერთი ამანათის საშუალო ღირებულება ერთ წელიწადში 116-დან 157 ევრომდე გაიზარდა.

ამ ტენდენციის პასუხად, ბრიტანელები სულ უფრო ხშირად აყენებენ ვიდეოთვალთვალის კამერებს და სპეციალურ ჩასაკეტ ყუთებს ამანათების უსაფრთხოდ მისაღებად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები