როგორც ირკვევა, ბრიტანელები ცდილობენ ელექტროავტომობილებს მისცენ საშუალება დაფარონ იმაზე მეტი მანძილი, ვიდრე საწვავზე მომუშავე მანქანებმა. ეს იქნება ეფექტური და იოლი გზა, რომელიც ჩვეულებრივისაგან მხოლოდ იმით იქნება განსხვავებული, რომ გზის სავალ ნაწილზე დაემატება კიდევ ერთი ელექტრული ზოლი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ელექტრომანქანებისთვის იქნება განკუთვნილი.
დამატებითი ზოლი, უზრუნველყოფს ელექტროავტომობილის გაუჩერებლად დატენვას, რაც დამატებითი კომფორტია მძღოლებისთვს, რომლებიც მართავენ ელექტრომობილებს. რაღა თქმა უნდა საავტომობილო ინფრასტრუქტურას შეემატება, პატარ-პატარა ელექტროსადგურები, რომლებიც შეძლებენ გამოიმუშაონ იმხელა ენერგია, რამდენიც ელექტრომობილებისთვის იქნება საჭირო.
ჯერჯერობით ეს იდეა, მხოლოდ ტესტირების რეჟიმშია, თუმცა სამომავლოდ თუკი თქვენ გეყოლებათ ელექტრომობილი და იცხოვრებთ ლონდონში, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თქვენი გასავლელი მანძილი უფრო კომფორტული და გრძელი იქნება, ვიდრე ეს აქამდე იყო.