LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინის დასატესტად მოხალისეებს დააინფიცირებენ

134
https---d1e00ek4ebabms.cloudfront.net-production-a9c425a5-4918-47da-b6e3-0661b5e67d6b

დიდი ბრიტანეთი გახდება პირველი ქვეყანა სადაც „კოვიდ–გამოწვევა“ დაიწყება – ჯანმრთელ მოხალისეებს დააინფიცირებენ, რათა ვაქცინის ეფექტურობა გამოსცადონ. ინფორმაცია ამის შესახებ Financial Times–მა კვლევის ორგანიზატორებზე დაყრდნობით გაავრცელა. სამეცნიერო პროექტის დეტალები ჯერ–ჯერობით არ ზუსტდება და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ცდები ლონდონში, სულ რამდენიმე თვეში დაიწყება.

გამოცემა არ აკონკრეტებს თუ რომელ ვაქცინაზეა საუბარი, თუმცა ფრანგულმა ფარმაცევტულმა კომპანია Sanofi–მ უკვე დაადასტურა რომ ეს არ იქნება პრეპარატი, რომელიც მათ ბრიტანულ GSK–თან ერთად შექმნეს.

ამჟამად ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის ორ პრეპარატს ცდიან, ერთი ოქსფორდის უნივერსიტეტში ბრიტანულ–შვედურ ექსპერტთა ჯგუფთან თანამშრომლობითაა შექმნილი, მეორე კი ლონდონის კოლეჯში დაამზადეს.

FT–ის ინფორმაციით, კვლევაში მონაწილეობას უკვე 2 ათასზე მეტი ადამიანი დათანხმდა. გამოცემა ვარაუდობს, რომ ორგანიზატორები ასეულობით ახალგაზრდას შეარჩევენ და თითოეული მათგანი 5 ათასამდე ფუნტ სტერლინგს მიიღებს.

ექსპერიმენტი ლონდონში სპეციალიზირებული კლინიკის ტერიტორიაზე ჩატარდება. მოხალისეები რომლებიც პრეპარატს მიიღებენ, კორონავირუსით ერთი თვის შემდეგ დაინფიცირდებიან და ვაქცინის ეფექტურობას ექიმები ყურადღებით დააკვირდებიან. გართულებების თავიდან ასაცილებლად ინფიცირებულებს ანტივირუსულ პრეპარატსაც მისცემენ.

ალასტარ ფრასერი არის 18 წლის სტუდენტი რომელიც ამ ექსპერიმენტისთვის ემზადება. როგორც ახალგაზრდამ BBC–ის უთხრა, პროგრამაში მონაწილეობას ის არა ანაზღაურებისთვის, არამედ ხალხის დასახმარებლად იღებს.

„ვფიქრობ ამ პროგრამას აქვს პოტენციალი, რომ ათასობით სიცოცხლე გადაარჩინოს და სამყარო პანდემიისგან იხსნას. ასეთი მიზნისთვის გარისკვა ნამდვილად ღირს“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g