LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში Range Rover-ის გატაცების ბუმი დაფიქსირდა

116
range-rover

ბრიტანეთში Range Rover-ების გატაცების ბუმი დაფიქსირდა. სადაზღვევოებმა გამოაქვეყნეს რეიტინგი იმ ავტომობილების, რომლებსაც ბოროტმოქმედები ყველაზე ხშირად იპარავენ და შედეგები გასაოცარია. ტოპ-10 ყველაზე ხშირად გატაცებული მანქანის სიაში 6 Range Rover, ორი Lexus და ორი Ford-ია, თანაც გათვალისწინებულია დამატებითი ოფციებიც და ეს სია შეიძლება 4 ავტომობილამდე შემცირდეს: Range Rover Velar, Range Rover Sport, Lexus RX და Ford Fiesta.

საინტერესოა, რომ ბრიტანეთში ყველაზე ხშირად მოპარულ მანქანათა რეიტინგში აბსოლუტური ლიდერი Range Rover Velar, პაკეტით R-Dynamic-ია, საბაზისო  D 180 დიზელის ძრავით. ქურდებს შორის პოპულარობით სარგებლობს ასევე Range Rover Sport HSE და Range Rover SVR, ასევე ჰიბრიდი Lexus RX 450 h.

იმ ბრენდებს შორის, რომელთა მიმართაც გამტაცებლები გულგრილები ვერ არიან, Land Rover ერთპიროვნული ლიდერია – ყოველ 100 ათას მანქანაზე 924 ქურდობა მოდის, რაც თითქმის სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე მეორე ადგილზე გასული Mercedes-Benz-ის მაჩვენებელი (323 გატაცება).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები