ბრიტანეთის ხელისუფლება გეგმავს, იმ ადამიანების რაოდენობა შეამციროს, რომელთაც ჭარბი წონა აწუხებთ. ამ მიზნით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აპირებს, არაჯანსაღი საკვების გაყიდვაზე შეზღუდვა შემოიღოს და ასევე, შეზღუდოს ამ ტიპის კერძების რეკლამა სხვადასხვა მედიასაშუალებებით.
ინფორმაციას Financial Times ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება გეგმავს, მავნე კერძებს ომი გამოუცხადოს.
Financial Times-ის ინფორმაციითვე, ბორის ჯონსონის სურვილია ასევე ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტზე კალორიების რაოდენობა დაიტანონ. მისივე განმარტებით, ჭარბი წონა კოვიდ-ინფექციით დაავადების რისკს ზრდის და ხელისუფლება ეცდება კანონის გამკაცრებით, ეს რისკები შეამციროს.