LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანული მედია: დედოფლის დაკრძალვაზე რუსეთი, ბელარუსი და მიანმარი არ მიიწვიეს

129
Untitled design (1)

დიდი ბრიტანეთის დედოფლის დაკრძალვაზე რუსეთის, ბელარუსისა და მიანმარის წარმომადგენლები არ მიიწვიეს.

როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის სამთავრობო წყაროები ავრცელებენ.

ცნობილია, რომ ცერემონიალზე ირანის რესპუბლიკა ასევე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ელჩების დონეზე.

„ელიან, რომ დედოფალთან გამოსამშვიდობებლად მთელი მსოფლიოდან 500-მდე მაღალი რანგის პოლიტიკოსი მივა. მოახლოებულ დაკრძალვას ათწლეულების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ ყველაზე დიდ დიპლომატიურ შეკრებასაც კი უწოდებენ“, – წერს ბრიტანული მედიასაშუალება. 

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკრძალვაზე მოწვეულ სტუმრებს ურჩევენ არ ისარგებლონ კერძო ტრანსპორტით – მათ სპეციალური ავტობუსები მოემსახურებათ, გამონაკლისი კი იქნება აშშ-ის პრეზიდენტი, უსაფრთხოებისთვის ჯო ბაიდენის შემთხვევაში განსაკუთრებული ზომებით იმოქმედებენ.

მედიის ცნობითვე, სახელმწიფოს მეთაურებს დაკრძალვაზე კიდევ ერთი ადამიანის წაყვანა შეეძლებათ.

ელისაბედ II-ის ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო – როგორ იკვებებოდა და რა პროდუქტები აკრძალა სასახლეში დედოფალმა

პრინცი ჩარლზი დიდი ბრიტანეთის მეფე გახდა

“როდესაც ჩემი ვაჟი ჩარლზი გახდება მეფე, ვიცი, რომ მისი და მისი მეუღლის, კამილას მიმართ იმავე მხარდაჭერას გამოავლენთ” – რას ამბობდა ელისაბედ მეორე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g