LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა

139
დდდდ

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს.

„დედოფალი გარდაიცვალა მშვიდად ბალმორალის ციხესიმაგრეში დღეს შუადღისას“, – ნათქვამია ბუკინგემის სასახლის განცხადებაში.

ელისაბედ II ტახტზე 70 წლის წინ, 1952 წელს ავიდა და ის ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქია.

ელისაბედ II გაერთიანებული სამეფოს გარდა კიდევ 14 დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მათ შორის კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის, მეთაური იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g