LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსი აცხადებს, რომ მას ტვინის დაზიანება აქვს – არტისტი შოკისმომგვრელ პოსტს ავრცელებს

568
page

43 წლის პოპ-ვარსკვლავმა ბრიტნი სპირსმა კვლავ შოკისმომგვრელი პოსტი გამოაქვეყნა. ეს არის მისი ერთ-ერთი ყველაზე უცნაური განცხადება ბოლო პერიოდის განმავლობაში.

სპირსმა გააზიარა ფოტო, სადაც ცხენზე ზის, კამერა კი მას ზურგიდან უღებს. თუმცა, ყურადღება ძირითადად მიიპყრო პოსტის შინაარსმა. ემოციურ მონოლოგში ბრიტნიმ განაცხადა, რომ მას ტვინის დაზიანება აქვს.

„ჩემი ზურგი… ჩემი ბასრი ფრთები… გახსოვთ ფილმი მალეფისენტი? რა საოცარი ფილმია!!! მეფე ცდილობდა მის მოკვლას, მაგრამ ფრთები ვერ წაართვა, რადგან ისინი წმინდა იყო. მე ტვინის დაზიანება მაქვს… ოთხი თვის განმავლობაში აღარ მქონდა პირადი სივრცე, იძულებით ვერც დავდიოდი… ეს მხოლოდ ფიზიკური ტკივილი არ იყო, თითქოს ჩემი სხეული მოკლეს. დამიჯერეთ, ბევრ რამეს არ ვყვები… ამ წუთებშიც არის რაღაცები, რაც მხოლოდ ჩემშია დამალული, რადგან მეტისმეტად მტკივნეულია“, – წერს პოპის პრინცესა.

ამ ფრაზამ, სადაც ის ამბობს, რომ ტვინის დაზიანება აქვს, დიდი რეზონანსი გამოიწვია, ზოგი თვლის, რომ არტისტი ალეგორიულად საუბრობს თავის ემოციურ ტრავმებზე, სხვები კი ფიქრობენ, რომ ის პირდაპირი მნიშვნელობით მიუთითებს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემაზე.

ფოტო/ვიდეო: „როგორც ჩანს, არც შინაურ ცხოველებს უვლის“ – არეული სახლი და ანტისანიტარია – ბრიტნი სპირსის უახლესი პოსტები დიდ შეშფოთებას იწვევს

„საბოლოოდ დადასტურდა…“ – ბრიტნი სპირსის შოკისმომგვრელი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები