ბრიტნი სპირსი, დიდხნიანი განშორების შემდეგ თავის უმცროს ვაჟს, 18 წლის ჯეიდენ ფედერლაინს შეხვდა. ის კალიფორნიაში გადმოვიდა საცხოვრებლად.
„ისინი ერთად დიდი დროს ატარებენ, ბრიტნი აღფრთოვანებულია ჯეიდენით, ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის“, – განაცხადა ინსაიდერმა.
აღსანიშნავია, რომ უამრავი გაურკვევლობისა და ჩხუბის შემდეგ, არტისტის შვილები მამასთან, კევინ ფედერლაინთან ერთად ჰავაიზე გადავიდნენ საცხოვრებლად. მედია იმასაც იუწყებოდა, რომ ბრიტნის ამ პერიოდის განმავლობაში თავის ვაჟებთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონდა.
ბრიტნი სპირსი საბოლოოდ განთავისუფლდა – სასამართლო პროცესი დასრულდა