LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსის დრამატული დაკავება – 911-ის ჩანაწერი ერთსაათიან დევნას ასახავს

1449
page

როგორც ცნობილია, კალიფორნიაში, ვენტურას ოლქში, პოპ-ვარსკვლავი, ბრიტნი სპირსი დააკავეს. მომღერალი კალიფორნიის საგზაო პატრულმა ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის დააპატიმრა. თვითმხილველების თქმით, მას ხელბორკილები გზის პირას დაადეს.

ბრიტნი სპირსი დააკავეს – მომღერალმა ,,ინსტაგრამის” ანგარიში გააუქმა

მედიაში 911-ის დისპეტჩერის აუდიოჩანაწერი გავრცელდა. როგორც ირკვევა, ბრიტნი შავი BMW კაბრიოლეტით გზაზე არასტაბილურად მოძრაობდა და ზოლებს შორის გადადიოდა. ბრიტნი ავტომაგისტრალზე ერთსაათიანი დევნის შემდეგ გააჩერეს.

ვენტურას ოლქის შერიფის ჩანაწერების მიხედვით, დაკავებიდან რამდენიმე საათში ვარსკვლავი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. სპირსის სასამართლო პროცესი, 4 მაისს ჩაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ დაკავების შესახებ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად არტისტი „ინსტაგრამ“ ანგარიში გაუქმდა.

უხერხული მომენტი შოკის მომგვრელი ცეკვის დროს და ჩვილის ხელი – ბრიტნი სპირსი საზოგადოებას საგონებელში აგდებს

„ამ კადრების შემდეგ ბრიტნის საქმე დასრულებულია!“ – მედიაში ბრიტნი სპირსის შოკისმომგვრელი ფოტოები ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები