LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტნი სპირსს რომანი 22 წლის მოდელთან აქვს

60

როგორც ჩანს, ბრიტნი სპირსის პირად ცხოვრებაში ნათელი პერიოდი დადგა: დასავლური ტაბლოიდების ცნობით, 34 წლის სპირსს რომანი აქვს 22 წლის სემ ასგარისთან. ახალგაზრდა მამაკაცი მოდელია და მან მონაწილეობა მიიღო ბრიტნის უკანასკნელ კლიპში „Slumber Party“. სწორედ ვიდეოს გადაღების დროს გაიცნეს მათ ერთმანეთი. ცოტა ხნის წინ კი მათი ერთობლივი ფოტო გამოქვეყნდა, სადაც წყვილი ერთად ვახშმობს.

შეგახსენებთ, რომ ბრიტნის პირად ცხოვრებაში ბევრი სირთულე აქვს გადატანილი: 2007 წელს, ორი შვილის დაბადების შემდეგ, ის მეუღლეს, კევინ ფედერლაინს  დაშორდა. ამის შემდეგ მას რომანი საკუთარ მენეჯერთან, ჯეისონ ტრევიკთან, ადვოკატ დევიდ ლუკადოსთან, პროდიუსერ ჩარლი ებერსოლთან და თავის პირად მცველთან ჰქონდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები