LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელში 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო ხდება

199
briusel201120

ბრიუსელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალგაზრდებისთვის უფასო გახდება. 2021 წლის სექტემბრიდან, 25 წლამდე ადამიანებს საშუალება მიეცემათ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სრულიად უფასოდ ისარგებლონ. შეღავათი დასაწყისისთვის მხოლოდ ბელგიელებზე იმოქმედებს და უცხოელებს მგზავრობისთვის ფულის გადახდა მოუწევთ.

მომავალში ტრანსპორტის სამსახური საფასურს 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვისაც გააუქმებს, მანამდე კი მათთვის ბილეთების შეძენისას მთელი რიგი შეღავათები იმოქმედებს.

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასახადის გაუქმებაზე მსჯელობა ბრიუსელში გასულ წელს დაიწყო. მაშინ ტრანსპორტის დეპარტამენტს შეღავათების დაწესება საღამო ხანს და უქმე დღეებში სურდა. დიდი ხნის განმავლობაში მსჯელობის შემდეგ კი გადასახადის სრულად გაუქმება გადაწყდა. პირველ ეტაპზე სიახლე 25 წლამდე მოქალაქეებს შეეხოთ, მომავალში კი ის სავარაუდოდ, ყველაზე გავრცელდება. თუმცა, ეს აუცილებლად ეტაპობრივად მოხდება.

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაცია მოქალაქეებს კერძო ავტომობილზე უარის თქმის სტიმულს მისცემს. შედეგად, ქალაქში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება, რამეთუ დაბინძურების მთავარი წყარო ამჟამად ტრანსპორტია.

მსგავს ზომებს სხვა ევროპულ ქალაქებშიც მიმართავენ. მაგალითად, პარიზში 18 წლამდე ბავშვებისთვის სასწავლო წლის განმავლობაში მგზავრობა უფასოა. ლუქსემბურგმა კი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულიად უფასო გახადა. ხოლო, პრაღაში უფასო ტარიფი ნისლიანი ამინდის დროს მოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g