LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელში საქართველოსთვის და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის მიცემის მოთხოვნით მდუმარე აქცია გაიმართა

108

აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლებმა ბრიუსელში მდუმარე აქცია გამართეს. მათ საქართველოსა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს , რათა ამ ქვეყნებს უვიზო რეჟიმი მიენიჭოთ. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ევროპული საბჭოს შენობიდან დაიწყეს, ევროკომიასთან გადაინაცვლეს და სიმბოლურად ბერლინის კედლის ნაწილთან დაასრულეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”რუსთავი 2”ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება, რათა საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის საშუალება მიეცეთ.

„ბევრისთვის, მათ შორის ევროპელებისთვის იყო სიურპრიზი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით არ მიიღეს პოზიტიური გადაწყვეტილება იმ ეტაპზე. ეს იყო პატარა სკანდალი, ვინაიდან საქართველომ შეასრულა ყველა ვალდებულება, მას მისცემდნენ უვიზო მიმოსვლას. ბუნებრივია, დარჩა ერთი შანსი, 8 ივნისს ჩვენ ველოდებით მსგავს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის საზოგადოების ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ლაშა ტუღუშმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები