LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბროწეულის ყვავილივით ლამაზი…შენი დიდი ბებო და ბაბუ ჩაგიხუტებს და დაგიამებს ტკივილიან იარებს“ – ოჯახის ახლობლის სევდიანი პოსტი

1421
2026-08-15_23-26-05_856467

მოდელი და ტელეწამყვანი, აჭარის ტელევიზიის ყოფილი თანამშრომელი, ლიზი მოისწრაფიშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა დღეს დაკრძალეს.

ოჯახის ახლობელი მედეა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს და ლიზიკოს სევდით სავსე სიტყვებით ემშვიდობება.

„დღეს ბათუმმა ყველაზე ლამაზი გოგო დაკრძალა…არაამქვეყნიურად ლამაზი, უკეთილშობილესი, სიყვარულით სავსე და უსაშველოდ თბილი… მზისდარი გოგო.
იგი ჩემი მეგობრის, ულამაზესი ნანას შვილი იყო… თითქოს სულ სხვა პლანეტიდან… და მაშინ ოდესღაც პატარა, ანც გოგონასთან, როცა მივდიოდი, – სულ ერთ ფრაზას იმეორებდა: მედეა დეიდა, ხომ დარჩებით ჩვენთან?! და მზესავით უბრწყინავდა ულამაზესი თვალები…

ღმერთო, როგორი ფაქიზი, სუფთა, ხალისიანი, ღრმა და ტკივილიანი სულის გოგო იყო… ვერ ვიჯერებ, როგორ გაგვიმეტა ასეთი ტრაგედიისათვის, ყველა ის ადამიანი… ვისაც უყვარდა…ვისაც ეძვირფასებოდა…

დაობლებული, ნაცრისფერი და გულმოკლულია შენი ქალაქი, ჩემო უსაყვარლესო ლიზიკო…
გულგაგლეჯილია შენი დედიკო და შენი ულამაზესი ნიცა…
როგორ უნდა გაუძლოს შენმა სუსტმა და მინასავით მსხვრევადმა სხეულმა ნესტიან მიწას… როგორ უნდა ზიდო, ჩემო ყვავილო, ეს სიმძიმე?..
ბროწეულის ყვავილივით ლამაზი და დიდებული იყო შენი სილამაზე, – ღვთიური, განუმეორებელი და ჯადოსნური… და შენი სული კიდევ უფრო გასაოცარი… იქნებ შენც მზეს ჩამოსტყდი სხივად და მარადიულ უსასრულობაში დაივანე…
იქნებ ამქვეყნიური პალიტრა შენთვის ზედმეტად მოსაწყენი გახდა…
იქნებ ტკივილიანმა და დაღლილმა შენმა სულმა იმქვეყნიური სამოთხე არჩია ამქვეყნიურ ჯოჯოხეთს…
იქნებ სადღაც დაგვემალე უსასრულობაში, რომ შეგვაჩვიო უშენობას…
ლიზიკო, შვილო, დღეს სასაფლაოზეც ყურში სულ შენი ხმა ჩამესმოდა:ხომ დარჩებით ჩვენთან… ვერ დავრჩი. მე ვერა ვარ შენსავით მამაცი და გაბედული… მეშინია… მაგრამ ვიცი, როცა უფალი ინებებს… მე და შენი დედიკო მოვალთ და მერე სულ ერთად ვიქნებით… მანამდე კი შენი დიდი ბებო და ბაბუ ჩაგიხუტებს და დაგიამებს შენს ტკივილიან იარებს.
არ ვიცი, ხვალ რა იქნება, მაგრამ შეხვედრამდე… ჩემო ანგელოზო ლიზიკო, მარადისობის კარიბჭესთან“, – ვკითხულობთ ტექსტში.

„მშვიდობით, ჩემო მზეო… დღეს ცა თუ ატირდა, ალბათ იმიტომ, რომ შენ დაგკარგა სამყარომ, ახლაც იგივე პასუხი მაქვს: „სულ რომ მზე არ გამოჩნდეს, შენ იქნები ყველას მზე“ – კობა ფარტენაძე ლიზი მოისწრაფიშვილს ემშვიდობება

„ჩემი მოუშუშებელი ტკივილი…“ – ლიზი მოისწრაფიშვილის დედის ემოციური პოსტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები