LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მშვიდობით, ჩემო მზეო… დღეს ცა თუ ატირდა, ალბათ იმიტომ, რომ შენ დაგკარგა სამყარომ, ახლაც იგივე პასუხი მაქვს: „სულ რომ მზე არ გამოჩნდეს, შენ იქნები ყველას მზე“ – კობა ფარტენაძე ლიზი მოისწრაფიშვილს ემშვიდობება

266
კობა ფარტენაძე

ახალგაზრდა მოდელსა და ტელეწამყვანს, აჭარის ტელევიზიის ყოფილ თანამშრომელს, ლიზი მოისწრაფიშვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან.

ლიზი მოისწრაფიშვილს საჯაროდ, ემოციური სტატუსით ემშვიდობება აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი, ასტროლოგი კობა ფარტენაძე.

„დღეს ცა თუ ატირდა, ალბათ იმიტომ, რომ შენ დაგკარგა ამ სამყარომ.

თენდება… მე კი ისევ არ მძინავს. თითქოს ამ ღამეს გათენება აღარ უნდა.

შენს კითხვაზე: „როგორი ამინდი იქნება ხვალ?“ მაშინაც გიპასუხე და ახლაც იგივე პასუხი მაქვს: „სულ რომ მზე არ გამოჩნდეს, შენ იქნები ყველას მზე-მეთქი“.

შენ აღარ ხარ. და ეს ორი სიტყვა იმდენად მძიმეა, რომ გულში ვერ ეტევა. თითქოს სამყარომ ფერი დაკარგა, თითქოს გათენდა, მაგრამ სინათლე აღარ არის….

ზოგი ადამიანი მზეს ჰგავს, რომელიც მისი წასვლის შემდეგაც კი დიდხანს აგრძელებს შენში ნათებას.

მშვიდობით, ჩემო მზეო… გთხოვ, იმ ციდან გამანათე, სადაც ახლა ხარ და მხედავ, ნუ მიმატოვებ, ჩვენ გვესმოდა ერთმანეთის.

მე კი აქ, ამ მიწაზე, შენს გახსენებას გულში ჩავიკრავ და არასოდეს დაგივიწყებ“, – წერს კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, ლიზი მოისწრაფიშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად აჭარის საზიგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა და სამძმრის წერილი გამოაქვეყნა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ლიზი მოისწრაფიშვილის გარდაცვალების გამო, ის სხვადასხვა დროს იყო მაუწყებლის თანამშრომელი, და ერთ-ერთი გამორჩეული სახე.

ამ უმძიმეს წუთებში გულწრფელად ვუსამძიმრებთ დედას, ჩვენს კოლეგას ნანა ახვლედიანს, ლიზას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ვიზიარებთ მათ უსაზღვრო მწუხარებას, თანადგომას ვუცხადებთ მათ და ვუსურვებთ ძალას ამ მძიმე ტკივილის გადასატანად.

ლიზას ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება თითოეული ჩვენგანის გულში“, – დაწერა აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები