LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში – მეტეოროლოგის პროგნოზი

301
2026-07-04_23-41-49_128250

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გვიზიარებს.

„უახლოეს დღეებში საქართველოში დღის ძირითადი ნაწილი უნალექო ამინდი იქნება, თუმცა სიცხის ფონზე საღამოსა და ღამის საათებში ზოგიერთ რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

გამონაკლისად იქნება აჭარის სანაპირო ზოლი, სადაც მზიანი და მშვიდი დღეები გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს როგორც დასვენებას, ისე ტურისტულ აქტივობებს.
მზის სხივებმა თქვენი დღეები ოქროსფრად გაანათოს“, – წერს კობა ფარტენაძე.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები