BTS-ის ერთ-ერთმა წევრმა, ჯიმინმა, რომელიც სოლო კარიერითაცაა ცნობილი, ახალი დისკის გამოსვლის შესახებ განაცხადა. 28 წლის სამხრეთ კორეელი შემსრულებელი ბენდისგან დამოუკიდებლად, 19 ივლისს, მეორე სოლო სტუდიურ ალბომს – Muse გამოუშვებს. ჩანაწერი აღწერილია, როგორც მუსიკოსის ,,მოგზაურობა შთაგონების წყაროს ძიებაში”.
პარკ ჯი-მინი სასცენო სახელით – ჯიმინი, მუსიკალურ ასპარეზზე 2013 წელს, ,,ბითიესის” შემადგენლობაში გამოჩნდა. მისი სადებიუტო სოლო სინგლი – Promise 2018, ხოლო სტუდიური ალბომი – Face 2023 წელს გამოვიდა. ახალგაზრდა მომღერლის ყველაზე წარმატებული და მნიშვნელოვანი ჩანაწერია – Like Crazy, რომლითაც ის პირველი სამხრეთ კორეელი სოლო არტისტი გახდა ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” ისტორიაში, ვინც საკულტო ჰიტ-აღლუმის პირველი ადგილი დაიკავა.