მსახიობი და ესტრადის მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე, ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს.
„მადლობა“ – ბუბა კიკაბიძეს საზოგადოება მქუხარე ტაშით გამოემშვიდობა
სახალხო არტისტი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან მქუხარე ტაშის თანხლებით გამოასვენეს და უკანასკნელ გზაზე გააცილეს აბლოდისმენტებითა და შეძახილებით – „მადლობა“, „ბრავო“.
შეგახსენებთ, ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საესტრადო მომღერალი, სიმღერების ავტორი, კინომსახიობი, სცენარისტი, კინორეჟისორი – ბუბა კიკაბიძის აქტიური კარიერა მრავალ წელსა და ასევე უამრავ ჯილდოს ითვლის.
საქართველოს სახალხო არტისტს ასევე მიღებული აქვს უკრაინის დამსახურებული არტისტის წოდება, არის საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, ასევე მრავალი საერთაშორისო კინოსა და სიმღერის ფესტივალის გამარჯვებული.
შექმნა მრავალი დაუვიწყარი კინოგმირი, მათ შორის ფილმებში – „არ იდარდო!“, „ვერის უბნის მელოდიები“ და „მიმინო“.
ამავე თემაზე:
„რაღაც ეპოქა ნამდვილად დამთავრდა, მაგრამ ვიცი, რომ დაიწყება ახალი ეპოქა, ისევ ბუბასთან ერთად..“ – მერაბ სეფაშვილი
„დავიღალე დაობლებით, ასე ვუთხარი ნანის ბუბას პანაშვიდზე.. მშვიდობით, ბატონო ვახტანგ, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით“ – ჯემალ სეფიაშვილი
,,კონცერტის ბოლოს სცენა ყოველთვის სავსე იყო ყვავილებით, თუმცა არცერთ თაიგულს არ ტოვებდა, რადგან თვლიდა, რომ დატოვება იმ თაყვანისმცემლის დაუფასებლობა იქნებოდა” – ცნობილი ხელოვანები ბუბა კიკაბიძეს იხსენებენ
ნიკოლოზ რაჭველი: „მომენატრები, ჩემო ძვირფასო ბუბა, გამორჩეულო გულშემატკივარო და მეგობარო!..“
„ბუბას შეუთვალა, ჩუმად გავუგზავნი თვითმფრინავს, მილიონს მივცემ, ოღონდ ჩემთან გამოჩნდეს სახლშიო.. ფულის გულისთვის გავყიდო ჩემი თავი და ქვეყანაო?!“ – ნანი ბრეგვაძე ბუბა კიკაბიძის აქამდე უცნობ ამბებს იხსენებს
“ბუმბერაზები წავიდნენ, დაპატარავდა თბილისი…აღარც პავლე გვყავს მედროგე, ხვალ ვინ გვიმღერებს ვინ იცის” – დათო ევგენიძემ ბუბა კიკაბიძეს ლექსი მიუძღვნა
„პირველად „ვერის უბნის მელოდიებში“ გავუწიე პარტნიორობა, თუმცა ყველა კონცერტში სიამოვნებით უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვიღებდი მის მიწვევას“ – სოფო ნიჟარაძე
,,სიგიჟემდე უყვარდათ ბუბა, მახსოვს, ბაქოში ბულვარზე სეირნობისას მაღაზიები იკეტებოდა, ხალხი კი, მის სანახავად გამორბოდა” – ნანი ბრეგვაძე