LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავიღალე დაობლებით, ასე ვუთხარი ნანის ბუბას პანაშვიდზე.. მშვიდობით, ბატონო ვახტანგ, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით“ – ჯემალ სეფიაშვილი

1319
Untitled design

თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

საზოგადოებისთვის ცნობილი, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მსახიობსა და ესტრადის მომღერალს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართავენ.

„რაღაც ეპოქა ნამდვილად დამთავრდა, მაგრამ ვიცი, რომ დაიწყება ახალი ეპოქა, ისევ ბუბასთან ერთად..“ – მერაბ სეფაშვილი

ემოციური მიმართვის დროს კომპოზიტორმა ჯემალ სეფიაშვილმა აღნიშნა, რომ ბუბა კიკაბიძე თაობების მეხსიერებაში დარჩება და ხალხის ცნობიერებაში გაგრძელდება:

„დავიღალე დაობლებით“ – ასე ვუთხარი ნანის ბუბას პანაშვიდზე. რამდენი განუმეორებელი ადამიანი დავკარგეთ ამ ბოლო წლებში, სხვადასხვა პროფესიის ნაღდი, თვალსაჩინო წარმომადგენლები, ჩვენი მეგობრები, ახლობლები, ახლა ბუბა..

კაცი, რომელიც თავისი უბადლო მრავალმხრივი ნიჭიერებით ყველას, ყველას გვამშვენებდა, ყველას გვეფერებოდა, ყველას გვანუგეშებდა, ყველას…

ამბობენ, ვინც სიყვარულით იცხოვრა, მან უნებლიედ იზრუნა თავისი არსებობის გაგრძელებაზეც და, მჯერა, ბუბა დარჩება თაობების მეხსიერებაში, ბუბა გაგრძელდება ხალხის ცნობიერებაში.

ძალიან ძნელია დამშვიდობება ახლობელთან, რომელიც ამ ქვეყნიდან წავიდა, მოდით, ჩავთვალოთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ოდესმე შევხვდებით ერთმაბეთს, ამიტომაც მშვიდობით, ბატონო ვახტანგ, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით“, – თქვა ჯემალ სეფიაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო არტისტს, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს დღეს დაკრძალავენ.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბუბა კიკაბიძეს მისი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ამავე თემაზე:

,,კონცერტის ბოლოს სცენა ყოველთვის სავსე იყო ყვავილებით, თუმცა არცერთ თაიგულს არ ტოვებდა, რადგან თვლიდა, რომ დატოვება იმ თაყვანისმცემლის დაუფასებლობა იქნებოდა” – ცნობილი ხელოვანები ბუბა კიკაბიძეს იხსენებენ

ნიკოლოზ რაჭველი: „მომენატრები, ჩემო ძვირფასო ბუბა, გამორჩეულო გულშემატკივარო და მეგობარო!..“

„ბუბას შეუთვალა, ჩუმად გავუგზავნი თვითმფრინავს, მილიონს მივცემ, ოღონდ ჩემთან გამოჩნდეს სახლშიო.. ფულის გულისთვის გავყიდო ჩემი თავი და ქვეყანაო?!“ – ნანი ბრეგვაძე ბუბა კიკაბიძის აქამდე უცნობ ამბებს იხსენებს

“ბუმბერაზები წავიდნენ, დაპატარავდა თბილისი…აღარც პავლე გვყავს მედროგე, ხვალ ვინ გვიმღერებს ვინ იცის” – დათო ევგენიძემ ბუბა კიკაბიძეს ლექსი მიუძღვნა

„პირველად „ვერის უბნის მელოდიებში“ გავუწიე პარტნიორობა, თუმცა ყველა კონცერტში სიამოვნებით უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვიღებდი მის მიწვევას“ – სოფო ნიჟარაძე 

,,სიგიჟემდე უყვარდათ ბუბა, მახსოვს, ბაქოში ბულვარზე სეირნობისას მაღაზიები იკეტებოდა, ხალხი კი, მის სანახავად გამორბოდა” – ნანი ბრეგვაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები