LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ პიროვნებას ჰქონდა გამორჩეული უნარი სცენიდან თუ ფილმებიდან სითბო და სიყვარული მაყურებლამდე ისე მიეტანა, რომ ეს გრძნობა წარუშლელად დარჩენილიყო მათში“ – ილია მეორე

171
BeFunky-collage

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„დიდია ჩვენი გულისტკივილი აღიარებული მომღერლისა და მსახიობის, ბატონ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო. მას ძველი დროიდან ვიცნობდი პირადად, რადგან მისი დედა, ქალბატონი მანანა ბაგრატიონი, სიონის საკათედრო ტაძრის მგალობელი იყო ჯერ კიდევ ათეისტური რეჟიმის პერიოდში და ეს, ბუნებრივია, ხელს უწყობდა ჩვენს ურთიერთობას ბატონ ვახტანგთან.

მინდა, აღვნიშნო, რომ ამ პიროვნებას ჰქონდა გამორჩეული უნარი სცენიდან თუ ფილმებიდან სითბო და სიყვარული მაყურებლამდე ისე მიეტანა, რომ ეს გრძნობა წარუშლელად დარჩენილიყო მათში. ამიტომაც იქცა იგი და ბ-ნი ფრუნზე მკრტიჩიანი – „მიმინოს“ გმირები, – მეგობრობის ძეგლად ქცეულ სიმბოლოდ.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი ვახტანგის უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა განუსვენოს მას, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ მიჰმადლოს მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა“,- აღნიშნულია ილია მეორის სამძიმრის წერილში.

საქართველოს სახალხო არტისტს, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს დღეს დაკრძალავენ.

ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზში, სადაც სახალხო არტისტის ბუბა კიკაბიძის პანაშვიდი მიმდინარეობს, პატივს მიაგებენ ხელოვანები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბუბა კიკაბიძეს მისი ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

,,კონცერტის ბოლოს სცენა ყოველთვის სავსე იყო ყვავილებით, თუმცა არცერთ თაიგულს არ ტოვებდა, რადგან თვლიდა, რომ დატოვება იმ თაყვანისმცემლის დაუფასებლობა იქნებოდა” – ცნობილი ხელოვანები ბუბა კიკაბიძეს იხსენებენ

ნიკოლოზ რაჭველი: „მომენატრები, ჩემო ძვირფასო ბუბა, გამორჩეულო გულშემატკივარო და მეგობარო!..“

„ბუბას შეუთვალა, ჩუმად გავუგზავნი თვითმფრინავს, მილიონს მივცემ, ოღონდ ჩემთან გამოჩნდეს სახლშიო.. ფულის გულისთვის გავყიდო ჩემი თავი და ქვეყანაო?!“ – ნანი ბრეგვაძე ბუბა კიკაბიძის აქამდე უცნობ ამბებს იხსენებს

“ბუმბერაზები წავიდნენ, დაპატარავდა თბილისი…აღარც პავლე გვყავს მედროგე, ხვალ ვინ გვიმღერებს ვინ იცის” – დათო ევგენიძემ ბუბა კიკაბიძეს ლექსი მიუძღვნა

„პირველად „ვერის უბნის მელოდიებში“ გავუწიე პარტნიორობა, თუმცა ყველა კონცერტში სიამოვნებით უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვიღებდი მის მიწვევას“ – სოფო ნიჟარაძე 

,,სიგიჟემდე უყვარდათ ბუბა, მახსოვს, ბაქოში ბულვარზე სეირნობისას მაღაზიები იკეტებოდა, ხალხი კი, მის სანახავად გამორბოდა” – ნანი ბრეგვაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g