უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ბუცაში ადამიანებს თვალებს უწვავდნენ, სხეულის ნაწილებს კვეთდნენ, მოხრდილებსა და ბავშვებს კი აწამებდნენ.
“ქალაქის მთავრობის ცნობით, ამჟამად ბუჩაში 360 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, მათ შორის, მინიმუმ, 10 ბავშვია”. – ამბობს დენისოვა.
მისივე ინფორმაციით, რუსებისგან გათავისუფლებულ კიევის ოლქის სოფელ მაკაროვში სიკვდილით დასჯილი 132 ადამიანი იპოვეს – ადგილზე დახვდათ როგორც მასობრივი საფლავი, ასევე დაღუპულთა დაუმარხავი ცხედრები.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.