ანალიტიკოსი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ალექსი [ბუკა] პეტრიაშვილი დღეს ოპოზიციის ორგანიზებით დაანონსებულ აქციას ეხმაურება სოციალურ ქსელში:
„მე დღეს ვიქნები იქ, სადაც აუცილებლად იქნებოდა შოთიკოც!“ – ალექსი პეტრიაშვილი
„ბოლო წლების ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში ერთად ვიყავით! დღესაც, საღამოს 7 საათზე რუსთაველზე ჩემთან და ჩვენთან ერთად იქნება შოთია!“, – წერს ბუკა პეტრიაშვილი.
დღეს 19:00 საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება. აქცია, რომელზეც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ, ოპოზიციის ლიდერებმა რამდენიმე დღის წინ დააანონსეს. როგორც ცნობილია, სწორედ დღევანდელ აქციაზე გახდება ცნობილი ოპოზიციის სამოქმედო გეგმაც.