ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის გარშემო არსებულ სიახლეებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.
პეტრიაშვილი პოზიტიურ სიახლეებს გვაცნობს და აღნიშნავს, რომ უკრაინა იმარჯვებს.
“აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! #BუკაDეილიNიუსი დაიხუნძლა ამ კვირა დილას ისთევ მაგარი ამბებით და მოვიდაა!
– ლიმანი ოფიციალურად დადასტურებულად ჩვენია!
– ურდოსები ვუნც ჩაბარდნენ, დანარჩენები კი შავ პლასტიკატებში ჩაბარგდნენო – ასეთი იყო ჩვენების თავდაცვის უწყების პასუხი;
– მაგრამ ვინც გაასწრო და დაიხია უკან კრემენნასკენ, იმასაც არ უწერია დიდხნს სიცოცხლე. ჩვენები საარტილერიო და სარაკეტო ცეცხლით ანადგურებენ მტრის პოზიციებს კრემენაში, სვატოვოში, რუბეჟნოესა და ლისიჩანსკში! ურდო გარბის თავქუდმოგლეჯილი!
დაცხეს უკვე ღიად ერთმანეთს პუტლერის ხროვაში. კადიროვმა და პრიგოჟინმა (კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის შეფი, პუტლერის პირადი პოვარი და ა.შ.) რუს გენერალიტეტს და გენშტაბს გადაუარეს! მიდით ბიჭებო, არ დაინდოთ შოიგუ და მაგის მხდალი, ზურგის ვირთხა გენერლებიი!
ლუჰანსკის ტერიტორიების გათავისუფლების ოპერაციას ახლა სამხრეთში ხერსონის ფრონტის მინართულებით ჩვენების სატანკო შეტევა დაემატა! სულ გამოშტერდნენ ორკები! საით ეცენ, რა დაიცვან, რა გაამაგრონ, აღარ იციან!
გიტლერიც ასე იძლეოდა ბოლოს სამხედრო ბრძანებებს! პუტლერიც ასეა და მის გზას ადგას!
გუშინ ყირიმში ბელბეკის აეროპორტში ცეცხლი წაეკიდა ურდოს საბრხოლო თვითმფრინავს/გამანადგურებელს და აიწია ცაში თავისი საბრძოლო აღჭურვით. კაი ბოლი დააყენა!
ზაპოროჟიეში ჩვენებმა მფრინავი ალიგატორი – კა-52 დაამიწეს (მანამდე წინა დღეს ხერსონში მოხდა იგივე – არ შეიძლება ამ ალიგატორების ცაში ფრენა, რა ვერ გაიგეს ამ პუტინოიდებმა, რას ექევინ ამისთანას ???)!
ამერიკული ლენდ ლიზიც ოფიციალურად ამოიქოქაა! ანუ ამას ქვია, ჯერ არაფერი დაგვიწყიაო! ???
მანამდე პრეზიდენტმა ბაიდენმა 12.5 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს მოაწერა ხელი! ფინანსური დსხმარებაც შედის ამაში და სამხედროც!
ფრანგებმა არტილერიის ღმერთად წოდებული ცეზარის 12 ერთეული დანიის მაგივრად უკრაინას უნდა მიაწოდოს! ასე შეთანხმდნენ მეგობრები!
რამდენიმე დღის წინ ხო დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი იყო გაუხმაურევლად კიევში!
ახლა გერმანიის თავდაცვის მინისტრი ლიბკნეხტი გამოჩნდა მოულოდნელად ოდესაში. ჩვენების მინსტრს რეზნიკოვს საჯაროდ უთხრა, 4 ცალი უმაგრესი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა “ირის ტ” დღე დღეზე უკრაინაში იქნებაო.
რა ბახმუტი შე ბანძო პუილო, რა ბახმუტიიი! შეხედე შენს ალკომობიკებს რას გვანან! მაგათმა ვის უნდა მოუგონ, რა უნდა მოიგონ, ან რა უნდა დაიკავონ, ან რა შეაკავონ? ???
ბოლოს, საბერძნეთსა და ბლგარეთს შორის გაზსადენი აჩუხჩუხდა! 3-5 მილიარდი აზერული გაზი მიეწოდება ევროპას! მანამდე ხო გაიხსნა ბალტიური გაზსადენი ნორვეგია-დანია-პოლონეთი!
ხოდა შეიშხუპუნეთ ეგ თქვენი ბუნებრივი აირი ცხვირის ნესტოებში პუტოსიკებო!
უკრაინა იმარჯვებს – საქართველო გაიმარჯვებს – პუტლერის ბორიტების იმპერია ინგრევა!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!” – წერს ბუკა პეტრიაშვილი.