LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუკმეკერები პრინცი უილიამისა და ქეიტ მიდლტონის მესამე შვილზე ფსონებს დებენ

54

წელს, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი მესამე შვილის მშობლები გახდებიან. მიუხედავად იმისა, რომ მომავალი პატარას სქესი ამ დროისთვის უცნობია, ბუკმეკერები უკვე წინასწარ აკეთებენ ფსონებს და ამტკიცებენ, რომ სამეფო ოჯახის მომავალი წევრი კვლავ გოგონა იქნება.

რაც შეეხება სავარაუდო სახელებს, ისინი თვლიან, რომ ბავშვს მერის, ელისს, ვიქტორიას ან ელიზაბეტს დაარქმევენ. არსებობს ვარაუდი, რომ პრინცმა და ჰერცოგინიამ ბავშვს შესაძლოა. პრინცესა დიანას სახელი დაარქვან, ხოლო თუ ბიჭი დაიბადება, მისი სახელი ალბერტი, ჯეიმსი ან არტური იქნება.

შეგახსენებთ, რომ უილიამსა და კეიტს უკვე ჰყავთ 4 წლის პრინცი ჯორჯი და 2 წლის პრინცესა შარლოტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები