ბულგარეთის პარლამენტმა დღეს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა. მდგომარეობა, რომელიც ქვეყნის მთავრობამ მიიღო, ნიშნავს დააწესოს სამოგზაურო შეზღუდვები, დახუროს სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები. ამავე განკარგულების თანახმად, უფლებამოსილება ეზრდება პოლიციასაც. ბულგარეთის მთავრობა ასევე გეგმავს კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ ბიუჯეტიდან დამატებითი თანხებიც მიმართოს. ქვეყანას ამ დროის მონაცემებით კორონავირუსით 23 დაინფიცირებული ჰყავს.
მსოფლიოში საგანგებო რეჟიმზე გადასული ქვეყნების ჩამონათვალს დაემატა ლატვია და ესტონეთიც. ორივე ქვეყანაში დაიხურა სასწავლო დაწესებულებები. საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მთავრობას და სამართალდამცველებს შესაძლებლობას აძლევს მკაცრი კონტროლი დაწესდეს მოგზაურობასა და საჯარო შეკრებებზე. ქვეყნის მთავრობის მიერ გაიცა მკაცრი რეკომენდაციები და დავალებები. არც ერთ ქვეყანას კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი არ ჰყავს. ესტონეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 27, ლატვიაში კი 16 შემთხვევაა დაფიქსირდებული.
მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ – დაღუპულია 5000-მდე ადამიანი