LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარეთში დადგეს აპარატები, რომლებიც პლასტმასის ბოთლებს უსახლკარო ძაღლების საკვებში ცვლიან

130
mimg_6707543_1592648730-630x354

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში გაჩნდა ქუჩის აპარატები, რომელიც უსახლკარო ცხოველისთვის საკვებს პლასტმასის ბოთლში ცვლის. ამ გზით ადგილობრივებს შეუძლიათ ქუჩის ძაღლები თუ კატები უფასოდ გამოკვებონ და გარემოს დაბინძურების წინააღმდეგაც თავისი წვლილი შეიტანონ. საინტერესო სიახლის შესახებ go get funding წერს.

თუკი ჩასაბარებლად გამზადებულ ბოთლში წყალი იქნება დარჩენილი, მისი გადასხმა ცალკე აპარატში იქნება შესაძლებელი, სადაც ცხოველებისთვის წყალს შეაგროვებენ.

მოწყობილობა სრულად ავტონომიურია და ელექტროენერგიასაც არ საჭიროებს. ტექნოლოგია მზის ელემენტითაა აღჭურვილი და შესაბამისად, მუშაობითაც ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას მოიხმარს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები