LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარეთში რბილი სათამაშოების ვეტერინარმა დაიწყო მუშაობა

140
nuigurumi-hospital-stuffed-toy_abw8

ბულგარეთის ქალაქ სტარა-ზაგორას ზოოპარკში ერთი დღით რბილი სათამაშოების ვეტერინარის კაბინეტი გაიხსნა.

უჩვეულო ინიციატივის მიზანი ბავშვებისთვის მეტი პასუხისმგებლობის სწავლებაა, რათა მომავალში ისინი ნამდვილი შინაური ცხოველის ჯანმრთელობას სათანადოდ მოუფრთხილდნენ, ასევე საჭირო ყურადღება დაუთმონ გარემოს სადაც ცხოველთა თუ ფრინველთა ათასობით სახეობა ბინადრობს.

ყოველ „დაავადებულ“ რბილ ცხოველს სპეციალისტთა ჯგუფი ამოწმებდა და ზუსტ დიაგნოზს სვამდა. ვეტერინარები მკურნალობასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს წერდნენ.

ბავშვებს ასევე ასწავლეს ცხოველებისთვის პულსის გაზომვა და სტეტოსკოპის გამოყენება.

ევროპაში სულ უფრო ხშირად ინერგება ინიციატივები, რომელიც ბავშვებს სასარგებლო ჩვევების ჩამოყალიბებაში ეხმარება. მაგალითად, პოლონეთში ყველა პირველკლასელს სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ველოსიპედები აჩუქეს. ამ გზით მერიას სურს, რომ პატარებს არაეკოლოგიურ ტრანსპორტზე მომავალშიც უარი ათქმევინოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები