LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულგარეთში სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებს ყველაზე ცნობილი ქართული კერძის – ხაჭაპურის გამოცხობა ასწავლეს

93
254753615-1998139010359455-7248446547564796273-n

ბულგარეთში ქართული სამზარეულოს გაცნობისა და პოპულარიზაციის, ასევე საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის პოტენციალის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, ხაჭაპურის მასტერკლასი გაიმართა.

ბულგარეთში საქართველოს ელჩის თამარ ლილუაშვილის განმარტებით, ხაჭაპურის მასტერკლასი რეალურად ბულგარელმა შეფზარეულმა წარმართა, რომელმაც ხაჭაპურის გამოცხობა თავად Youtube-დან ისწავლა და ძალიან მოსწონს.

მასტერკლასში მონაწილეობა მიიღეს ალბანეთის, მონტენეგროს, მაროკოსა და რუმინეთის ელჩებმა, ბულგარეთში UNICEF-ის წარმომადგენლის მოადგილემ, აშშ-ს საელჩოს მისიის უფროსის მოადგილემ და PanEuropa Bulgaria პრეზიდენტმა/დამფუძნებელმა გერგანა პასიმ.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავად მოემზადებინათ ყველაზე ცნობილი ქართული კერძი – ხაჭაპური და დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g