LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბულვარში ველოსიპედით მხოლოდ ველობილიკზე გადაადგილდებით, სხვა შემთხვევაში – დაგაჯარიმებენ

71

თუ ბათუმის ბულვარში ველოსიპედით, მოტოციკლით, კვადროციკლით ან სხვა, მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებებით ველობილიკის მიღმა გადაადგილდებით, დაგაჯარიმებენ, უკეთეს შემთხვევაში – გაგაფრთხილებენ.

ჯარიმა 20 ლარს შეადგენს. თუ იმავე ქმედებას განმეორებით წლის განმავლობაში ჩაიდენთ, 50 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოგიწევთ.

ველობილიკის მიღმა ველოსიპედით მოძრაობა ნებადართულია 06:00 სთ-დან 09:00 სთ-მდე.

ამასთან, ველობილიკზე ქვეითთა მოსიარულეთათვის მოძრაობა აკრძალულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები