რუმინეთში გახსნილი ახალი მუზეუმი საგამოფენო სივრცეში დრაკულასა და იესოს გააერთიანებს. საინტერესო დაწესებულება ბუქარესტშია განთავსებული და მისი შექმნის იდეა ყოფილ რეკლამის სპეციალისტს ეკუთვნის. კომუნისტურ რეალობაში გაზრდილს, სურდა რომ განსხვავებული სუბკულტურების გაერთიანებით რაღაც უნიკალური შეექმნა და ეს გამოუვიდა კიდეც. მთლიანობაში მუზეუმი 215 ექსპონანტს აერთიანებს და ისინი სხვადასხვა თემატურ ჯგუფებადაა დაყოფილი. მათ შორისაა – რელიგია, კომუნიზმი, დეკორი, მოდერნი, ბოშები და ა.შ.