LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუქარესტში საჯარო მოხელეებს სამსახურში ცხოველების მიყვანის უფლება მისცეს

114
65465

რუმინეთის დედაქალაქის მერიაში თუ სხვა მუნიციპალურ დაწესებულებებში ძაღლებითა და კატებით მისვლა იქნება შესაძლებელი. გადაწყვეტილება ქალაქის მთავარმა თვითმმართველმა ორგანომ მიიღო, წერს Romania Insider.

ახალ წესებში რამდენიმე მნიშვნელოვანი პირობაა. ძაღლებისთვის განსაკუთრებული მოთხოვნები აქვთ: ყველა მათგანი საყელურით უნდა იყოს, ხოლო პოტენციურად საშიშ სახეობებს ალიკაპიც უნდა ეკეთოთ. კატების თან წაყვანა მხოლოდ სპეციალური გადასაყვანი ჩანთებითაა ნებადართული.

ყველა საჯარო დაწესებულების შესასვლელთან შესაბამისი საინფორმაციო ტაბლო გაჩნდება. ცხოველების მეპატრონეებს საჭიროების შემთხვევაში ვეტერინარული პასპორტის წარდგენაც უნდა შეეძლოთ. თავად ცხოველები მოვლილები უნდა იყვნენ, ჯანმრთელები და მშვიდად უნდა იქცეოდნენ, გარშემომყოფებს დისკომფორტს არ უნდა უქმნიდნენ.

ოთხფეხა ვიზიტორებისთვის შენობებში წყლის ჯამებს დადგამენ. ვინც წესებს დაარღვევს, პირველ ჯერზე შენიშვნას მისცემენ, განმეორებითი შემთხვევის დროს კი ცხოველთან ერთად მოსვლას საერთოდ აუკრძალავენ.

ახალი წესები არ ვრცელდება საავადმყოფოებზე, მუზეუმებზე, თეატრებსა და ზოოპარკზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები