LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბურჯანაძე: გამიხარდებოდა მეტი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში

55
Untitled design (8)

დღეს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველობის რამდენიმე კანდიდატს მოუსმინეს და კითხვებით მიმართეს.

ომბუდსმენობის კანდიდატი – სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მისი გადადგომის მოთხოვნით თითქმის ყველა აქციაზე ვიყავი, როცა მისი უფლებების დაცვის საკითხი დადგა, დავიცავი

ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი ბურჯანაძის მოსმენის დროს, უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს ბურჯანაძე – რისი გაკეთება შეეძლო და რა არ გააკეთა ხელისუფლებამ უკრაინის მხარდასაჭერად.

როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, ის ისურვებდა, რომ საქართველო უფრო მეტად უჭერდეს მხარს უკრაინას.

„მე, როგორც მოქალაქეს, გამიხარდებოდა მეტი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში. პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენც ვგეგმავდით, სახალხო დამცველიც გეგმავდა ვიზიტს. ჟესტია – დატვირთვა აქვს იმ ქალაქში ჩასვლას, რომელიც იბომბება. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს საელჩოს უკრაინაში, ჩვენ მათთან მუდმივ კომუნიკაციაში ვიყავით, ვიზიტს ვგეგმავდით, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ განხორციელდა. უკრაინა ჩემთვის არ არის რიგითი ქვეყანა, რიგითი, ალბათ, ცოტა ცუდად გამოდის სხვა ქვეყნების მიმართ, მაგრამ უკრაინა ჩემთვის ასოცირდება ამ ქვეყნის მთავარ მეგობართან.

საჯარო მადლობა მინდა ვუთხრა, ასევე, ალეკო ელისაშვილს, ის მონაწილეობდა შეიარაღებულ პირველად ბრძოლებში, ეს ძალიან საამაყო იყო ჩემთვის და ალბათ მეტი და მეტი მხარდაჭერაა საჭირო“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველობის კანდიდატებს უსმენენ.

„მე არასდროს დავიღლები დიალოგისგან, სახალხო დამცველს არ აქვს უფლება შეიკეტოს თავის ოთახში ან ვიღაცას გაებუტოს“ – რა სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა ანა აბაშიძემ მისი ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში

მათიკაშვილი აბაშიძეს: თქვენ და ხვიჩა კვარაცხელიას რომ რაიმე უთანხმოება გქონოდათ, მისი „ნაპოლიში“ გადასვლა ასევე გაგიხარდებოდათ?

ანა აბაშიძე: სააკაშვილმა მერვე კლასელ პატარა ბიჭს „ხულიგანი“ ეძახა – დიახ, მას ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებლად მივიჩნევ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g