ბურსიტი სინოვიური ჩანთის მტკივნეული ანთებაა რომლის დროსაც, მოძრაობა მტკივნეულია და კანთან ახლოს მდებარე სინოვიური ჩანთები შუპდება და მტკივნეული ხდება; სინოვიური ჩანთის ირგვლივ არსებული ტკივილი დიაგნოზზე გვაფიქრებინებს, თუმცა ზოგჯერ საჭირო ხდება სინოვიური ჩანთიდან აღებული სითხის ანალიზი ან გამოსახულებითი კვლევების ჩატარება; სიმპტომებს ამსუბუქებს მოსვენება, ფიქსატორის დადება, არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. ბურსიტი, ჩვეულებრივ გამოწვეულია ჭარბი ან უჩვეულო დატვირთვის გამო განვითარებული გაღიზიანებით. ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ტრავმით, პოდაგრით, ფსევდოპოდაგრით, რევმატოიდული ართრიტით. ბურსიტის მიმართ ყველაზე მეტად მიდრეკილია მხრები, თუმცა ასევე ხშირად ზიანდება იდაყვის, ბარძაყების მენჯის, მუხლების, ტერფის თითების და ქუსლის სინოვიური ჩანთები.
ანთებადი მიდამო მოძრაობით ან შეხებით მტკივნეულია. სინოვიური ჩანთის არეში, მუხლის ან იდაყვის შემთხვევაში, კანი წითელი და შეშუპებული შეიძლება ჩანდეს. განსაკუთრებით მტკივნეულია ინფექციით ან პოდაგრით გამოწვეული ბურსიტი, რომელიც შეხებით ცხელია. თუ ზედაპირული სინოვიური ჩანთა, განსაკუთრებით მუხლის ან იდაყვის, მნიშვნელოვნად შეშუპებულია, შესაძლებელია ჩანთიდან ნემსით სითხის ნიმუშის აღება, რომელსაც იკვლევენ ანთების მიზეზის გამოსავლენად, როგორიცაა ინფექცია ან პოდაგრა. რენტგენოგრაფია ტარდება მუდმივი ან ქრონიკული ბურსიტის შემთხვევაში.
ბურსიტის დროს მნიშვნელოვანია მოსვენება; დაავადებული სახსრის დროებითი იმობილიზაცია; მტკივნეულ ადგილას ყინულის დადება; არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. ზოგჯერ საჭიროა ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების დანიშვნა. ფიზიკური თერაპია ხშირად ეხმარება სახსრის ფუნქციის აღდგენაში. ვარჯიში ხელს უწყობს დასუსტებული კუნთების გაძლიერებას და სახსარში მოძრაობის სრული სიფართით აღდგენას. ბურსიტის განმეორებით განვითარება შესაძლებელია, თუ მისი მიზეზების: პოდაგრის, რევმატოიდული ართრიტის ან ქრონიკული გადატვირთვის მკურნალობა სათანადოდ არაა ჩატარებული.