LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუსტერ დოზა 25%-ით აძლიერებს ორგანიზმის დაცვის უნარს „ომიკრონის“ მიმართ: ივანე ჩხაიძე

165
ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი, “ომიკრონი” ძალიან სწრაფად ვრცელდება.

ივანე ჩხაიძის განცხადებით, 25 ნოემბერს თუ მსოფლიოს 5-6 ქვეყანაში იყო გამოვლენილი, პრაქტიკულად 2 კირის შემდეგ უკვე 52 ქვეყანაში ფიქსირდება ეს ახალი მუტაცია.

„ალბათ მომდევნო დღეების ან კვირების განმავლობაში საქართველოშიც დაფიქსირდება „ომიკრონი. ბუსტერ დოზების უფრო აქტიური გამოყენება არის ის, რაც ჩვენ ახლა გვჭირდება. ბუსტერ დოზა 25%-ით აძლიერებს ორგანიზმის დაცვის უნარს „ომიკრონის“ მიმართ“, – განაცხადა ივანე ცხაიძემ.

magti 5g