LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბუსტერ“ დოზით ბრიტანეთში 54%, ევროკავშირში – 40%, აშშ-ში კი მოსახლეობის 24% აიცრა: Bloomberg

121
ვაქცინაცია მასწავლებელ

ვაქცინების „ბუსტერ“ დოზით გაერთიანებულ სამეფოში მოსახლეობის 54%, ევროკავშირში – 40%, აშშ-ში კი 24% აიცრა. მსოფლიოს 184 ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 9.87 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს. შესაბამის მონაცემებს მსოფლიოში ვაქცინაციის მიმდინარეობაზე Bloomberg-ის პლატფორმა ავრცელებს.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში დღეში საშუალოდ 36 მილიონი ადამიანი იცრება. ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ადამიანი ჩინეთშია ვაქცინირებული, სადაც გამოყენებული დოზების რაოდენობამ 2.95 მილიარდს გადააჭარბა.

ინდოეთში გამოყენებული ვაქცინების დოზების რაოდენობა 1.64 მილიარდზე მეტია, ევროკავშირში ვაქცინების 802 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს, აშშ-ში კი 532 მილიონი.

magti 5g