აზერბაიჯანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Buta Airways ბათუმისკენ სიხშირეებს ზრდას გეგმავს. avianews.ge-ის ინფორმაციით, 17 ივლისიდან 18 სექტემბრამდე პერიოდში ბაქო–ბათუმი–ბაქოს ავიამიმართულებაზე 1 სიხშირე დაემატება და ავიაკომპანია რეისებს ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას განახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ Buta Airways-მა ბაქო-ბათუმის მიმართულებაზე პირდაპირი ფრენები 14 ივნისიდან დაიწყო და დღეისათვის აღნიშნულ მარშრუტზე კვირაში ორი სიხშირით ოპერირებს.
დღეიდან ბათუმის მიმართულებით Buta Airways იფრენს
ბათუმი მეორე ქალაქია საქართველოში, სადაც ავიაკომპანია ფრენებს განახორციელებს