LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Cafe #22 სააღდგომოდ უძველესი, ბებიების რეცეპტებით დამზადებულ უგემრიელეს პასკებს გთავაზობთ

1877
page

„ჩვენთან გემრიელია“ – ეს არის სლოგანი გორში მდებარე ძალიან ცნობილი კაფის, სახელწოდებით Cafe #22, რომელიც მომხმარებელს სააღდგომოდ ტრადიციული რეცეპტით დამზადებულ ნოტიო და მძიმე პასკებს, ასევე კრაფინებს (კულიჩი) სთავაზობს.

როგორც „ფორტუნას“ Cafe #22-ის მენეჯმენტში განუცხადეს, მათთან დამზადებული პასკები ცნობილია არა მხოლოდ გორში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„Cafe #22-მა ფუნქციონირება 2000 წელს დაიწყო და დაარსების დღიდანვე, მაქსიმალურად ვცდილობდით, დაგვეცა ყველა ის სტანდარტი, რომელიც მომსახურების სფეროში არსებობს. ვფიქრობთ, ეს დღესაც შესანიშნავად გამოგვდის, რადგან წლებია ბაზარზე ვვარსებობთ! ჩვენს კაფეში წარმოდგენილია საკონდიტრო ნაწარმის მრავალფეროვანი არჩევანი, ასევე კერძები ევროპული და ქართული სამზარეულოდან – რაც მთავარია, ამ ყველაფრის წარმოება ხდება ადგილზევე, ჩვენს საკონდიტროში. რაც შეეხება უშუალოდ სააღდგომო პროდუქციას, ამ ეტაპზე, გვაქვს 5 სახეობის, სხვადასხვა შიგთავსის უგემრიელესი პასკები, რომლებიც მზადდება უძველესი რეცეპტებით, რომლითაც ჩვენი ბებიები ამზადებდნენ პასკებს“, – აცხადებენ Cafe #22-ში.

მათივე ინფორმაციით, Cafe #22-ის მუშაობის წარმატება განპირობებულია პროფესიონალთა გუნდით, რომლის კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივად ზრუნავს კომპანიის მენეჯმენტი.

„მომსახურე პერსონალი ორიენტირებულია მომხმარებლებზე და მათთან დიალოგებითა და თბილი დამოკიდებულებით იქმნება განსაკუთრებული კომფორტი, ისეთი, როგორსაც მასპინძელი უქმნის საკუთარ სტუმარს. ჩვენთან დაცულია ყველა საერთაშორისო სტანდარტი და უზრუნველყოფილია ჰიგიენური წესების რეგულაცია. ,,Cafe #22” არა მხოლოდ მასპინძლობს სტუმარს, არამედ მომსახურების უმაღლესი დონით უქმნის თბილ და კომფორტულ გარემოს, ამით მომხმარებელი თავს გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში და იმუხტება დადებითი და თბილი ემოციებით“, – განმარტავენ კაფის მენეჯმენტში.

ცნობისთვის, Cafe #22 და მისი საკონდიტრო მდებარეობს გორის ცენტრში, სტალინის 22 ნომერში. ადგილზე დასაქმებულია 30 ადამიანი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Cafe #22-ის ფეისბუქ გვერდს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები