ცაგერთან, მდინარე ცხენისწყალში დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლენტეხში გაუჩინარებულ 34 წლის ახალგაზრდას ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად „ფორტუნა“ საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაუკავშირდა – ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.