LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცაიშში საერთაშორისო სტანდარტების ავტოდრომი აშენდება (ვიდეო)

204

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში საერთაშორისო სტანდარტების მქონე ავტოდრომი აშენდება.

დაგეგმილია დრაგის, T1-ის, T2-ის და T3-ის საერთაშორისო ტრასების აშენება. ასევე ტერიტორიაზე მოეწყობა ტრიბუნა პარკინგი და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურაც.

სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარის პრესსამსახურის ცნობით, ახალ ავტოდრომზე 750 მეტრი სიგრძის დრაგის ტრასა, 1000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, 1 კილომეტრიანი T3 ტრასა, 0.9კმ–იანი T2 და 1.8 კმ-იანი T1 ტრასა იქნება.

მათივე ცნობით, ავტოდრომზე მაღალი დონის სპორტული ღონისძიებების ჩატარება იგეგმება.

მშენებლობა 2019 წელს დასრულდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g