LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნიკაციების კომისია ზუგდიდსა და აბაშაში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ იწყებს

130
სწავლა

კომუნიკაციების კომისიამ (ComCom) ზუგდიდისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სემინარები ზუგდიდის 11 და აბაშის 12 სამიზნე სოფელში, სადაც სპეციალისტების დახმარებით ადგილობრივები ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების, ელექტრონული ფოსტის გამოყენების, გუგლის რუკითა და თარჯიმნით სარგებლობის, ადგილმდებარეობის გაზიარების, ასევე, ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებისა და ყალბი ინფორმაციის ამოცნობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.

შეგახსენებთ, „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ 2022 წლიდან ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც ოზურგეთის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ამბროლაურისა და ონის 135 სოფლის 3500-ზე მეტი მოსახლე ციფრულ წიგნიერებაში, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და სახელმწიფო ელექტრონული სერვისებით სარგებლობაში გადამზადდა.

„ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტის Log-in Georgia შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება. Log-in Georgia სოფლად მცხოვრები 500 000-მდე ადამიანისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.