LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ცაკალელო ფაშისტუკებო… მაგრად „გვკიდია“, რას დაწერთ ჩვენზე… ეტყობა, მშობელი მართლა ბრმაა, მე მომწონს ჩემი შვილი და ძირითადად მახინჯს უწერენ“ – რას პასუხობს სტეფანე მღებრიშვილი მოქალაქეებს მისი შვილის მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო

1690
სტეფანე მღებრიშვილი

მომღერალი სტეფანე მღებრიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება მისი შვილის, ფანიკო მღებრიშვილის მიერ ერთ-ერთი მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც ის ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და მიმდინარე საპროტესტო აქციებზე საუბრობს.

ვიდეო: „ჩვენ ვიცავთ ჩვენი წინაპრების მოტანილ თავისუფალ საქართველოს“ – ფანიკო მღებრიშვილი

სტეფანე მღებრიშვილი იმ მოქალაქეებს მიმართავს, რომლებიც აღნიშნული ვიდეოს კომენტარების ველში მისი შვილის მისამართით კრიტიკულ ტექსტებს წერენ:

„ოჯახში ერთი ადამიანი მაინც დაგვიტოვეთ. ფაშისტი – თქვენი საყვარელი სიტყვა კი არის, მაგრამ დაგესესხებით, ცაკალელო ფაშისტუკებო… მაგრად „გვკიდია“, რას დაწერთ ჩვენზე, ცოცხლებსაც და ვინც ჩვენთან ერთად აღარ არის, იმათაც“, – წერს სტეფანე მღებრიშვილი.

ამასთან მომღერალი, ამავე სტატუსის კომენტარების ველში აღნიშნავს: „ეტყობა, მშობელი მართლა ბრმაა, მე მომწონს ჩემი შვილი და ძირითადად მახინჯს უწერენ“, – წერს სტეფანე მღებრიშვილი.

ოჯახში ერთი ადამიანი მაინც დაგვიტოვეთ 😂😂❤️ ფაშისტი – თქვენი საყვარელი სიტყვა კი არის, მაგრამ დაგესესხებით, ცაკალელო…

Posted by Stephane Mgebrishvili on ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g