თერთმეტდღიანი სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების შემდეგ, ისრალელი და ღაზას სექტორი ცეცხლის შეწყვეტას თანხმდებიან – გადაწყვეტილება ძალაში ისრაელის დროით 02:00 სთ-ზე შევა.
გუშინ ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც “ჰამასი” ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა.
ადგილობრივი მედიის ცნობითვე, ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ისრაელის ხელისუფლებამაც.
სამხედრო კონფლიქტის დროებით შეჩერებასა და ცეცხლის შეწყვეტაზე ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო ისრაელშიც:
“გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძალაში ისრაელის დროით 02:00 სთ-ზე შევა. მშვიდობიან დღეებს გისურვებთ.” – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ისრაელის მედიის ცნობით, ორგანიზაცია „ჰამასი“ ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა