მოსკოვის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღუპული იყო 1 ადამიანი. ახლა კი რუსული სააგენტი “ტასი” იუწყება, რომ დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
თვითმფრინავს, რომელიც მოსკოვი-მურმანსკის რეისს ასრულებდა, მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა და ავარიულად დაეშვა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი ელექტრომოწყობილობების გაუმართაობა გახდა.
მურმანსკში მიმავალი თვითმფრინავი აეროპორტში ავარიულად დაეშვა, რადგან ბორტზე ცეცხლი გაჩნდა.
მოსკოვის აეროპორტში თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა [ვიდეო]