თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ პირველი არხის ეთერში „მწვანე პასპორტებზე“ კიდევ ერთხელ ისაუბრა.
„ალბათ ნახეს, რომ რაიმე რეალური შედეგი ამ „მწვანე პასპორტებმა“ ვერ დადო, ყოველ შემთხვევაში, იმის საპირწონე, რა დისკომფორტსაც უქმნიდა ისინი მოსახლეობის ნაწილს და ამიტომ გააუქმა.
ხოლო მოსახლეობის კანონმორჩილ ნაწილს, ვისაც ჰქონდა „მწვანე პასპორტი“, გულწრფელად ვურჩევდი, ნუ იქნება გულდაწყვეტილი, ის მწვანე პასპორტი ის ვინმესთვის და ვინმეს ხათრით არ ჰქონია, ის მას თავისი ჯანმრთელობისთვის ჰქონდა, არ აქვს მნიშვნელობა, სადმე მოსთხოვენ თუ არა, თუ მას მწვანე პასპორტი აქვს, ე.წ მან შეასრულა სავალდებულო რეკომენდაციები, ის დაცულია კორონავირუსისგან, ავად გახდომისგან და სულ ცოტა, დაცულია დამძიმებისგან და გარდაცვალებისგან.
არაფერი გულდასაწყვეტი მათ არ აქვთ“. – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.
ცერცვაძე: ახალი შემთხვევების ისტორიული მაქსიმუმი მთელ მსოფლიოში ფიქსირდება და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნებოდა
22 263 დაინფიცირებული და 39 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა